22 ნოემბერი 2024,   04:16
ვრცლად
კაკას, სერჟინიოს, რივალდოს, ზეედორფს, კაფუს - ყველას, ვისაც რაიმე შეუქმნია, გაუკეთებია "მილანისთვის", ვიხილავთ საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში - კახა კალაძე

ვარსკვლავების მატჩი ამჯერად თბილისში გაიმართება - საქართველოში კლუბ "მილანის" ვეტერანი ფეხბურთელები ჩამოვლენ. მათ ქართველი ლეგენდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 21 სექტემბერს, "დინამო არენაზე" შედგება.

მასპინძელი ქალაქის მერი და ორივე გუნდის ყოფილი წევრი - ამ შეხვედრას განსაკუთრებული დატვირთვა ექნება კახა კალაძისთვის, რომელიც ახლა მილანში იმყოფება. სწორედ იტალიაში გახდა ცნობილი დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.

"21 სექტემბერს გაიმართება ამხანაგური შეხვედრა, სადაც "მილანის" ძველი თაობის ფეხბურთელები ჩამოვლენ. ეს ფეხბურთელები იქნებიან კაკა, სერჟინიო, რივალდო, ზეედორფი, კაფუ, ყველა, ვისაც რაიმე შეუქმნია, გაუკეთებია "მილანისთვის", ყველას ვიხილავთ.

კარგად ვიცი, თუ როგორი სიყვარული აქვთ ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მიმართ და ასეთი შეხვედრები, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტი სტიმული მივცეთ ჩვენს პატარებს, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს და, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო სანახაობრივი შეხვედრა იქნება,“ - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

მატჩი 21 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

"განსაკუთრებული წელიწადი გვაქვს წელს ქართული ფეხბურთისთვის და განსაკუთრებული საჩუქარი გვინდოდა გაგვეკეთებინა ქართველი გულშემატკივრისთვის და ამისთვის, 21 სექტემბერს ჩავატარებთ მატჩს. "მილანის" ვარსკვლავებს შევხვდებით 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, თბილისში,“ - აცხადებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.

დღის ამბები