22 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
თბილისის 211-ე საჯარო სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

თბილისის N211 საჯარო სკოლის გამაგრება/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. რეკონსტრუქციის ფარგლებში სრულდება სპორტული მოედნის, ეზოსა და რეკრეაციული ზონების კეთილმოწყობა. ინფორმაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

შენობა გათვლილია 350 მოსწავლეზე. სკოლაში იფუნქციონირებს: სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი; სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია კეთილმოწყობილი, თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურითა და სივრცეებით ისარგებლებენ.

დღის ამბები