22 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ნეპალში, ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში, დედაქალაქ კატმანდუს მახლობლად, აფრენიდან მალევე, ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კომპანია Dynasty air-ის ვერტმფრენი ჰიმალაის ტყეში, შივაპურის ეროვნულ პარკში, დედაქალაქიდან 57 კილომეტრში ჩამოვარდა.

პოლიციის ინფორმაციით, ვერტმფრენის პილოტი ნეპალის მოქალაქე, ხოლო ბორტზე მყოფი 4 მგზავრი ჩინეთის მოქალაქე იყო.

ნეპალის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის განცხადებით, ვერტმფრენი, რომელიც კატმანდუდან რასუვას რაიონში მიემართებოდა, აფრენიდან სამი წუთის შემდეგ, საჰაერო მოძრაობის კონტროლთან კავშირი დაკარგა.

ცნობისთვის, 2000 წლიდან მოყოლებული, ნეპალის მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის 10-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღის ამბები