22 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში, კურსკის ოლქში, უკრაინის ჯარი შეიჭრა

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში, კურსკის ოლქში, უკრაინის ჯარი შეიჭრა. კრემლის ლიდერის განცხადებით, რუსეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენები უკრაინის მხრიდან დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.

პუტინი ამბობს, რომ კურსკის რეგიონში უკრაინული ძალები ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, უყენებენ სხვადასხვა ტიპის იარაღს, მათ შორის - რაკეტებს.

მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში, სამი დასახლება დაიკავეს. აღნიშნულ ოლქში, საერთო ჯამში, 400 უკრაინელი სამხედროა შესული. კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს.

7 აგვისტოს ღამით, უკრაინულმა დრონებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ქალაქ სუჯის სიახლოვეს.

დღის ამბები