დასავლეთ გერმანიაში, მდინარე მოსელის ნაპირებთან, ქალაქ კროევში სასტუმრო ნაწილობრივ ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2-მდე გაიზარდა. ნანგრევების ქვეშ 7 ადამიაინ რჩება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მეხანძრე მაშველების ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ერთი ცხედრის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ძებნა - შველის ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
პოლიციის განცხადებით, ჰქონდათ ცნობა, რომ, სასტუმროს ჩამონგრევის მომენტში, შენობაში 14 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ნგრევას 5 ადამიანი უვნებლად გადაურჩა.
“დაზიანებიდან გამომდინარე, ეს უკიდურესად რთული ოპერაციაა, რადგან შენობაში მხოლოდ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ, მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით," - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.