22 ნოემბერი 2024,   04:07
ვრცლად
ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა განახორციელა აგრესია, მაგრამ თავი რომ გაბია ადამიანს, პოლიტიკაში ხარ და ქვეყანას ხელმძღვანელობ, უნდა იფიქრო, როგორ აარიდო შენს ქვეყანას ისეთი დამღუპველი ვითარება - ბექა ოდიშარია

მათ როგორც აწყობთ, ისე ჭრიან და კერავენ. მაშინ აწყობდათ ეთქვათ 8 აგვისტო, შემდეგ გადალაგდა საერთაშორისო კონტექსტი და ახლა რამენაირად ცდილობენ თავის დაძვრენას - ამ განცხადებით, ბექა ოდიშარია "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ, ომში დაღუპული გმირებისადმი, დღეს, 7 აგვისტოს პატივის მიგებას ეხმაურება.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რაშიც დამნაშავეა, ამას ვერასდროს ჩამოირეცხავს.

"მათ როგორც აწყობთ, ისე ჭრიან და კერავენ. მაშინ აწყობდათ, რომ ეთქვათ 8 აგვისტო, შემდეგ გადალაგდა საერთაშორისო კონტექსტი და ახლა რამენაირად ცდილობენ თავის დაძვრენას. რაშიც დამნაშავე არიან, ამას ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ. ჩვენ ვიცით, რომ ოკუპანტი ოკუპანტია, რუსეთმა განახორციელა აგრესია. ეს ერთია, მაგრამ თავი რომ გაბია იმხელა ადამიანს, პოლიტიკაში ხარ და ქვეყანას ხელმძღვანელობ და არა მხოლოდ სააკაშვილი, უნდა იფიქრო იმაზეც, თუ როგორ აარიდო შენს ქვეყანას ისეთი დამღუპველი ვითარება, როგორიც ეს იყო აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში. ვინაიდან, ვერასოდეს ვერ გაიმართლებენ თავს ქართველი ხალხის წინაშე, დაიწყეს ჟონგლიორობა თარიღებით, ვითომ ეს იყოს რაიმე შეღავათი ან ხალხისთვის და ან მათთვის, როგორც დამნაშავეებისთვის," - აცხადებს ბექა ოდიშარია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აცხადებდა. იხსენებენ ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციასაც, რომელსაც ხელს "ნაციონალური მოძრაობა" აწერს და რომელიც ამბობს, რომ 7 აგვისტოს რეგიონში რუსი სამხედრო შენაერთები არ იყვნენ. თუმცა, ამავდროულად, სააკაშვილის ბრძანებულებაში ოკუპანტების შემოჭრის თარიღად 8 აგვისტოა მითითებული.

 

 

დღის ამბები