22 ნოემბერი 2024,   04:11
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ რამენაირად გადღაბნოს ადამიანების მეხსიერებასა და ხსოვნაში ეს თარიღები - ირაკლი ქადაგიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ რამენაირად გადღაბნოს ადამიანების მეხსიერებასა და ხსოვნაში ეს თარიღები - ამ განცხადებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ, ომში დაღუპული გმირებისადმი, დღეს, 7 აგვისტოს პატივის მიგებას ეხმაურება.

მმართველ გუნდში ომის თარიღის შეგნებულ შეცვლასა და ისტორიის გაყალბების მცდელობაზე საუბრობენ.

"ნაციონალურ მოძრაობას უნდა, რომ რამენაირად გადღაბნოს ადამიანების მეხსიერებასა და ხსოვნაში ეს თარიღები. ალბათ, ამას ემსახურება, იმიტომ რომ ამ ტრაგედიის და აგრესიის დატრიალების შემდეგ, მუდმივად აღინიშნებოდა 8 აგვისტო. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა კონკრეტული მიზანი აქვთ, მაგრამ ერთი რამ ნათლად არის გასაგები, რომ ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად აღრეულობა შეიტანონ, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ საზოგადოებამ არ იცოდეს რეალურად, რომელი თარიღია ის, რომელ თარიღშიც ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს და კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ ტრაგედიას, რაც რუსეთის აგრესიას და ნაციონალური მოძრაობის სრულიად გაუცნობიერებელ და მავნებლურ პოლიტიკას მოჰყვა," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

 

 

დღის ამბები