ჩემპიონებს სამშობლოში გრანდიოზულად დახვდნენ! გულშემატკივრები ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ძიუდოისტებს აეროპორტში შეეგებნენ.
უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰაერში აიტაცეს და ისეთი დახვედრა მოუწყვეს, როგორიც თავად ინატრა. ემოციების ზღვა და სიყვარული, რომელიც ლაშა ბექაურმა იგრძნო - არასდროს დაავიწყდება.
ძიუდოს ნაკრები საქართველოში სამი მედლით დაბრუნდა. ლაშა ბექაურის ოქროს გარდა, ჩვენმა გუნდმა, ორი ვერცხლის მედალი ჩამოიტანა. ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ტატო გრიგალაშვილი ამ შედეგით, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა.
საქართველოს ძიუდოს ნაკრები, პარიზის ოლიმპიადაზე სულ 9 სპორტსმენით წარსდგა, მამაკაცთა თანრიგში კი - ექვსი წონითი კატეგორიიდან 3-ში მედალი მოიპოვა. ბრინჯაოსთან ახლოს იყვნენ გიორგი სარდალაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზში ასპარეზობს განაგრძობს. ხვალიდან საქართველოს სახელით ბერძნული-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ. გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ძალოსანთა გუნდს და ლაშა ტალახაძეს, რომელიც თავის მესამე ოლიმპიურ ოქროს იზეიმებს.
პარიზის ოლიმპიადის 9 სათამაშო დღის შემდეგ საქართველოს, 1 ოქრო 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. საერთო ჩათვლაში ჩვენი ნაკრები 27-ე ადგილს იკავებს.
ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი