საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზში ასპარეზობას განაგრძობს. აქამდე საქართველომ 4 მედლის მოპოვება შეძლო. ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ამით უნიკალური შედეგი დააფიქსირა.
24 წლის ასაკში ძიუდოში ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონი არავინ გამხდარა. ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 24 წლის შემდეგ პირველად კი, საქართველომ ოლიმპიადაზე კრივში მედლის მოპოვება შეძლო. ნახევარფინალში ლაშა გურულმა იასპარეზა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მომდევნო დღეებში საქართველოს სახელით ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. გულშემატკივრები ძალოსნებისგან წარმატებას და ლაშა ტალახაძის მესამე ოლიმპიურ ოქროს ელიან. ტალახაძე ფიცარნაგზე 10 აგვისტოს გამოვა.
ავტორი: ლაშა დვალიშვილი