22 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
რა კავშირი შეიძლება იყოს ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსებასა და "გამჭვირვალობის" კანონს შორის - მმართველი გუნდის შეფასება ლაბორატორიისთვის აშშ-ის დაფინანსების სავარაუდო შეჩერებაზე

ლუგარის ლაბორატორიას, რომლის დახურვასაც რუსეთის ფედერაცია ითხოვდა, ამერიკის შეერთებული შტატები დაფინანსებას უჩერებს. არსებული ინფორმაციით, ეს თანხა იმ 95 მილიონი დოლარის დახმარების ნაწილია, რომელიც გასულ კვირას ამერიკამ საქართველოს მთავრობას შეუჩერა. სახელისუფლებო გუნდი გამჭვირვალობის კანონსა და ლაბორატორიის დაფინანსებას შორის კავშირს ვერ ხედავს, ისევე როგორც, დღემდე, კონკრეტულად ვერავინ ამბობს, რა 95 მილიონი გააჩერა ვაშინგტონმა და რისთვის იყო ეს თანხა გამიზნული.

ხელისუფლების ოპონენტებს ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე ინფორმაცია არ აქვთ. ვარაუდობენ, რომ შტატები მსგავს გადაწყვეტილებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის გამო მიიღებდა.

სახელისუფლებო გუნდში დამატებით ეჭვებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ამ დრომდე არ იციან ის არგუმენტები, რის გამოც შტატები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებს. უმრავლესობის წევრების განცხადებით, გაუგებარია ისიც, თუ რა კავშირი აქვს ლაბორატორიის დაფინანსებას გამჭვირვალობის კანონთან. მმართველი პარტია პროვოკაციისა და მეორე ფრონტის გახსნის რისკებზე საუბრობს.

ლუგარის ლაბორატორიაში, დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. არსებული ინფორმაციით, ცენტრი შტატებიდან ყოველწლიურად მიღებულ თანხას სამეცნიერო პროექტების და პერსონალის გადამზადებისთვის იყენებდა.

დღის ამბები