კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვაზე აუქციონის გამოსაცხადებლად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ "სელფი მობაილმა" მიიღო.
ერთი წლის შემდეგ აუქციონს კომისია მეორედ გამოაცხადებს, რათა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ. დაინტერესებულმა მხარეებმა კომენტარები ექვსი სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ, ზეპირი მოსმენა ათ სექტემბერს გაიმართება.
5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს.