22 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ქარიშხალი "დები" ფლორიდის შტატს დაატყდა თავს

ქარიშხალი "დები" ფლორიდის შტატს, ბიგ-ბენდის რაიონში დაატყდა თავს. მას ამჟამად 1 კატეგორია აქვს მინიჭებული. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქარიშხალი მექსიკის ყურიდან დღეს დილით გადავიდა ხმელეთზე და შტატის ტერიტორიაზე გადაადგილდება. ქარიშხალმა ძლიერი წვიმა და ქარი გამოიწვია. ზოგიერთი რეგიონი დაიტბორა, ზღვაში ძლიერი ტალღებია.

ქარიშხლების მეთვალყურეობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქარიშხალი ხმელეთზე სტეინჰაჩის მახლობლად, ტალაჰასის სამხრეთ-აღმოსავლეთით 115 კილომეტრის დაშორებით გამოვიდა. ქარიშხლის მაქსიმალური მდგრადი სიჩქარე 130 კილომეტრი საათში იყო.

ქარიშხლების მეთვალყურეობის ეროვნული ცენტრი პროგნოზირებს, რომ ქარიშხლის შედეგად სიცოცხლისთვის საშიში პირობები შეიქმნება, მათ შორის, ზოგიერთ რაიონში ნავარაუდებია 3 მეტრიანი ტალღები.

მოსალოდნელია, რომ ქარიშხალ "დების" შედეგად წყალდიდობები იქნება ჯორჯიას და კაროლინას შტატებშიც.

დღის ამბები