22 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. შეიხ ჰასინას თანამდებობის დატოვება მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციების და არეულობის ფონზე მოუხდა.

ქვეყნის დედაქალაქ დაკაში დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ. 4 აგვისტოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების დროს 90 ადამიანი დაიღუპა.

ბანგლადეშში საპროტესტო აქციები ივლისიდან მიმდინარეობს. მომიტინგეები საჯარო სამსახურში კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ. ივლისიდან, პოლიციასთან შეტაკებებს საერთო ჯამში 290 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები