ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მთავრობის საგანგებო სხდომას გამართავს.
"ვგმობ ულტრამემარჯვენეების მოწყობილ თავდასხმებს რომელსაც ამ შაბათ კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით. დარწმუნებულნი იყავით, რომ ვინც ამ ძალადობაში მონაწილეობდა კანონის სიმკაცრეს სრულად შეეჯახა. პოლიცია დაკავებებს აწარმოებს, დაკავებულებისთვის წარდგენილ ბრალდებას კი სასჯელი მოჰყვება. ეს არ არის პროტესტი ესაა ორგანიზებული სასტიკი ვანდალიზმი, რომელსაც ჩვენს ქუჩებში და ინტერნეტში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ადამიანებს ამ ქვეყანაში უსაფრთხოების უფლება აქვთ და ამავდროულად ვხედავთ რომ მუსლიმანური თემი თავდასხმის სამიზნეა," - განაცხადა კირ სტარმერმა.
ეროვნული და რელიგიური სიძულვილის მოტივით მიზეზით ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის "ბრიტანეთის თავდაცვის ლიგის" წევრების მიერ დაწყებული არეულობა გრძელდება. შაბათ-კვირის განმავლობაში ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში დაკავებულია 250 ადამიანი. დაშავებულია ათობით პოლიციელი. დემონსტრანტები სამართალდამცავებს აგურებითა და ბოთლებით უსწორდებიან.
ულტრამემარჯვენეები მეჩეთების და თავშესაფრის მომთხოვნთა სასტუმროების, მაღაზიების და ადმინისტრაციული შენობების გადაწვას: ლივერპულში, მანჩესტერში, ჰალლეში, სტოკ-ონ-ტრენტიში, ბრისტოლში, ბელფასტსა და ბლეკპული ცდილობენ.
ინგლისის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეჩეთების დაცვისთვის სპეციალური ზომები მიიღო. ინგლისში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 17 წლის მოზარდი ცეკვის საბავშვო სტუდიაში შეიჭრა და 3 ბავშვი მოკლა 8 კი დაჭრა.