კალიფორნიის შტატში ხანძარმა 400 956 ჰექტარზე მეტი ტერიტორია გაანადგურა - აშშ-ის ისტორიაში, მეოთხე უდიდესმა ხანძარმა ადგილობრი კალიფორნიელები თავშესაფრის გარეშე დატოვა. დანგრეულია 560-ზე მეტი ნაგებობა, მათ შორისაა სახლები. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. ძლიერ ხანძარს 7 000-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის.
ბოლო მონაცემებით, ხანძრის დაახლოებით 30%-ია ლიკვიდირებული. სტიქიასტან ბრძოლაში მეხანძრეებს ხელს უშლის ძლიერი დაკვამლიანება. რეკორდულად დაბალი ტენიანიობა კი ცეცხლს ხელს უწყობს შორ მანძილზე გავრცელდეს, რაც ექსპერტების თქმით, უდიდეს საფრთხეს წარმოშობს. ასევე ამბობენ იმასაც, რომ წლევანდელი ხანძარი უპრეცედენტო მასშტაბისაა, ბოლო 5 წლის განმავლობაში.
რთული ვითარებაა კოლორადოს შტატშიც. ტყის ხანძრებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზიანებულია შენობები და საცხოვრებელი სახლები. ძლიერი ცეცხლის გავრცელების გამო, სახიფათო ზონებიდან ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებულნი.
სტიქიას ერთდროულად ამერიკის რამდენიმე შტატი ებრძვის. ამ დროისთვის, აქტიურია 16 ტყის ხანძარი, რომელთაგან 14-ზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ქვეყნის მასშტაბით, სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში 30 000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული.
სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ და ამბობენ, რომ მომდევნო რამდენიმე დღე ქვეყნისთვის კრიტიკული იქნება.
ავტორი: მარიამ იობიძე