ბანგლადეშში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.
დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
მედიის ცნობით, ათობით ადამიანი მომიტინგეების, პოლიციისა და მმართველი პარტიის აქტივისტების სამმხრივი შეტაკების დროს დაშავდა. უფლებადამცველი ჯგუფები პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას პროტესტის ჩასახშობად გადამეტებული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ, რასაც ჰასინა და მისი მინისტრები უარყოფენ.