22 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
თელ-ავივსა და იერუსალიმში დემონსტრანტები მძევლების გათავისუფლების შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ

თელ-ავივსა და იერუსალიმში ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, რომლებიც ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გაფორმებას ითხოვენ.

მძევლების ოჯახის წევრები მოუწოდებენ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, გადადგეს, თუ შეთანხმებას ბოლომდე ვერ მიიყვანს.

დემონსტრანტებს ხელში ისრაელის დროშები და მძევლების სურათები ეჭირათ. ისინი სკანდირებდნენ, რომ სურთ შეთანხმება მალე გაფორმდეს.

დღის ამბები