22 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება - განკარგულებას პრემიერმა ხელი უკვე მოაწერა

ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში 2025 წლისთვის ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდება. აღნიშნულის შესახებ განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

პროექტისთვის, ჯამში, 12 მილიონი ლარი გამოიყოფა. ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.

ქუთაისში აშენებული პარლამენტის შენობა, 20218 წლის შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საპარლამენტო საქმიანობა, სრულად, ისევ თბილისის პარლამენტში დააბრუნა, ფაქტიურად უფუნქციოა. 

დღის ამბები