ქართველი მოკრივე ლაშა გურული დღეს, პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში იასპარეზებს. ის კუბელ მეტოქეს, თბილისის დროით, 19:00 საათზე შეხვდება.
გურულმა, ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ყაზახი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ, ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, დღეს კი ოქროს მედლის მოსაპოვებლად, ფინალში გასვლას ეცდება.
ქართველმა ძიუდოისტებმა კი, ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულეს.
ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი მეტოქე დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ვერცხლის მედლები კი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს.