22 ნოემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ქუთაისი, გამოცემა "თაიმსმა" წლის 100 ექსტრაორდინარულ ქალაქს შორის დაასახელა - როგორ მოიპოვა საქართველოს გულმა მსოფლიო აღიარება

ქუთაისი, გამოცემა ”თაიმსმა” წლის 100 ექსტრაორდინარულ ქალაქს შორის დაასახელა.

სტუმრის სიყვარულში იმერლებს სახელი ძველი დროიდან აქვთ განთქმული, ამიტომ მსოფლიო აღიარება არ გაჰკვირვებიათ. ქალაქი გარდა სუფრისა და კარგი მოლხენისა, ადამიანებს თავისი ისტორიით იზიდავს, ქუთაისი ნამდვილი და მარადიულად ცოცხალი პერსონაჟების ქალაქია, რომელთა შემოქმედებაც აქ სიამაყის განცდას ბადებს.

”ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო” - ამ სათაურით ერთი წერილი აქვს აკა მორჩილაძეს დაწერილი, სადაც მწერალი ამბობს: მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბისო. ქალაქი ფერთა სიუხვით ბევრისთვის მარადიულ სიყვარულადაც ქცეულა.

რომანტიკული, საბედისწერო, ქალაქი თეატრის, პოეტების, მწერლების, რეჟისორისების, კომპოზიტორების - ზაქარია ფალიაშვილის ქალაქია ქუთაისი. ჩამონათვალი ძალიან გრძელია, რადგან აქ სხვადასხვა დროს, ბევრი ხელოვანი გაიზარდა და ბევრმაც თავი ქუთაისს შეაფარა.

ქუთაისში დღეს ბევრი ბენდია, რომელიც მათსავით ქალაქში ალტერნატიული მუსიკის ისტორიას აგრძელებს, როგორც თავად ამბობენ მსმენელი ბევრია, მათი გზავნილი კი უმეტესად რეალობის გამოძახილია, პრობლემები რომელიც ქვეყანაშია გასაპროტესტებელი და გადასაწყვეტი. ამგვარი შინაარსი ქალაქისთვის ორგანულიცაა, რადგან ქუთაისი სხვა ყველაფერთან ერთად მეამბოხე ხელოვანების ქალაქიცაა.

ეს არის დაუძინებელი მასპინძლების ქალაქი, ქუთაისი, სადაც სტუმარს ყოველთვის ელიან. აქ რომ იკითხო 100 საუკეთესოს შორის კი არა ათეული რომ შედგეს იქაც მოწინავე ადგილს იმსახურებს.

 

დღის ამბები