22 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
შეირჩა მრავალძალი, როგორც ერთ-ერთი გამოკვეთილად საინტერესო მიმართულება, სადაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად განახორციელებს კურორტის განვითარებას - მარიამ ქვრივიშვილი

ჩვენ დავალება გვქონდა პრემიერ მინისტრისგან, ვაწარმოეთ არა ერთი კვლევა და შეირჩა მრავალძალი, როგორც ერთ-ერთი გამოკვეთილად საინტერესო მიმართულება, სადაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად გეგმაზომიერად განახორციელებს კურორტის განვითარებას, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, მიზანი რაჭისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

"ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, საქართველოში, კონკრეტულად რაჭაში, იწყება განვითარება სრულიად ახალი კურორტის. შერჩეულია მრავალძალი. ჩვენ დავალება გვქონდა პრემიერ მინისტრისგან, ვაწარმოვეთ არა ერთი კვლევა და შეირჩა მრავალძალი, როგორც ერთ-ერთი გამოკვეთილად საინტერესო მიმართულება, სადაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად გეგმაზომიერად განახორციელებს კურორტის განვითარებას. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მრავალძალი იყოს ოთხ-სეზონიანი კურორტი. კურორტის დაგეგმარების პროცესში, პირველივე დღიდან ჩვენ ჩავრთავთ საერთაშორისო წამყვან კომპანიების, იმისთვის რომ იყოს სწორედ შერჩეული კონცეფცია. უდიდესი მნიშვნელობა ექნება აღნიშნულ პროექტს რაჭისთვის, იმიტომ რომ ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად, რა თქმა უნდა, გაიზრდება ტურისტული ნაკადები, იქნება ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის შესაძლებლობა. ამასთან, იდენტიფიცირებულია სხარტალის და ბეთლევის ტერიტორია, ისევე როგორც შხივანა. ჩვენ ვუყურებთ აღნიშნულ მიმართულებებს, როგორც დამატებითი, მეორე საკურორტო ზონის შექმნის თვალსაზრისით. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ და ორ ახალ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას შევძენთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას," - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

 

დღის ამბები