22 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე გუნდურ შეჯიბრებაში ასპარეზობა დაასრულა. გუნდი მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა. ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთნენ.

საქართველოს ნაკრების მხრიდან ტატამზე პირველი ეთერ ლიპარტელიანი გავიდა და ოდეტე გიუფრიდა იპონით 19 წამში დაამარცხა. შემდეგ ლაშა შავდათუაშვილი, ლომბარდოსთან ვაზარით დამარცხდა.

კიმ პოლინგმა, ეთერ ასკილაშვილს იპონით სძლია და იტალია წინ გავიდა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა კი იტალიელი კრისტიან პარლატი იპონით დაამარცხა.

ასპარეზობიდან მოხსნეს სოფიო სომხიშვილი. მეექვსე შეხვედრაში ილია სულამანიძემ იასპარეზა და ჯენარო პირელის იპონით მოუგო. გამარჯვებულის გამოსავლენად შემთხვევითობის პრინციპით, დამატებითი შეხვედრა გაიმართა, სადაც იტალიელმა ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილი კიდევ ერთხელ დაამარცხა.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ქართველ ძიუდოისტებს სამი მედალი აქვთ. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს. 

 

დღის ამბები