22 ნოემბერი 2024,   04:05
ვრცლად
სამწუხაროდ, სასამართლომ არ მიიღო ჩვენი არგუმენტი - მამუკა ხაზარაძე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

პარიზის არბიტრაჟში დავის წაგების შემდეგ, დღეს ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა მამუკა ხაზარაძემ.

"ლელოს" ლიდერის თქმით, არსად წერია რომ მათ სასამართლო წააგეს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ რომ სასამართლომ კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით ხაზარაძე-ჯაფარიძის არგუმენტი არ გაიზიარა.

"სად წაიკითხეთ, რომ ასე თქვა საარბიტრაჟო სასამართლომ?! კონტრაქტის გაწყვეტა, რომელსაც ჩვენ ვასაჩივრებდით, იქ არ წერია, რომ ჩვენ რაღაც წავაგეთ. უბრალოდ, სამწუხაროდ, სასამართლომ არ მიიღო ჩვენი არგუმენტი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბოდიშს უნდა უხდიდნენ საზოგადოებას - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება. შალვა პაპუაშვილის თქმით, ხაზარაძე სპეკულაციებით არის დაკავებული.

"ნათელია არბიტრაჟის გადაწყვეტილება. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიშს უხდიდნენ საზოგადოებას და იმ 650 ათას დოლარს კრეფდნენ, რათა ბიუჯეტში ჩარიცხონ მოსახლეობისთვის, პოლიტიკური სპეკულაციებით არიან დაკავებულები," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები