Aerosmith-მა საკონცერტო კარიერა დაასრულა. ჯგუფის სოლისტმა 76 წლის სტივენ ტეილორმა ხმის იოგებზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ვოკალური მონაცემები ვერ აღიდგინა, რის გამოც ჯგუფმა საკონცერტო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
"სტივენის ხმა ინსტრუმენტია, რომლის მსგავსიც არ არსებობს, სამწუხაროდ რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, გასაგები გახდა, რომ სრული რეაბილიტაცია შეუძლებელია" მივიღეთ გულსატკენი და რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება, სცენიდან მივდივართ, როგორც ძმების ჯგუფი"" -წერია Aerosmith-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
Aerosmith 1970 წელს დაარსდა და კარიერის განმავლობაში 15 ალბომი გამოუშვა.