ნიკა ამაშუკელი რაგბი ჩემპიონშიპის მე-6 ტურში ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის დაპირისპირებას განსჯის.
მატჩი 28 სექტემბერს ველინგტონში შედგება და გუნდები ერთმანეთს ბლედისლოუს თასისთვის შეერკინებიან.
რაგბი ჩემპიონშიპის გათამაშებაში ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებების გარდა, მონაწილეობას არგენტინისა და სამხრეთ აფრიკის გუნდებიც იღებენ.