გამოცემა politico-ს ინფორმაციით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ორგანიზატორს მკვლელობით ემუქრებოდნენ, რაზეც საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო.
გამოცემის ცნობით, გამოძიება ორგანიზატორის თომას ჯოლის საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რომელიც აცხადებს, რომ მას მოკვლით ემუქრებოდნენ.
ჯოლის მიმართ მუქარები 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას "ზეიმს" უკავშირდება, რომლის ორგანიზატორიც ის გახლდათ.
ოლიმპიადის ცერემონიის რეჟისორის გარდა, მუქარებისა და შეურაცხყოფის შესახებ ლესბოსელმა დიჯეიმ, ბარბარა ბაჩმაც განაცხადა, რომელიც წარმოდგენაში მონაწილეობდა. მისი განმარტებით, მის მიმართ სოციალურ ქსელში მუქარის და თვალთვალის კამპანიას აწარმოებდნენ, რის გამოც ის იძულებული გახდა ამის შესახებ განეცხადებინა.
ბევრმა მიიჩნია, რომ პარიზის ოლიმპიადის ცერემონიის გახსნის ღონისძიება ლეონარდო და ვინჩის ნახატის "საიდუმლო სერობის" გაშარჟება იყო, რამაც დიდი პროტესტი გამოიწვია. ღონისძიებამ განსაკუთრებული აღშფოთება ქრისტიანებში გამოიწვია, რომლებიც ორგანიზატორს ქრისტიანობის დაცინვაში ადანაშაულებენ.
ამასთან, ოლიმპიადის გახსნის ცერემონია არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა და ცნობილმა პირმა გააკრიტიკა.