აშშ-ში, ფლორიდის შტატს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტროპიკული ქარიშხალი "დები" დაატყდება თავს. ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი ფლორიდის შტატს ხვალიდან შეუტევს, რაც წყალდიდობას და ძლიერ ქარს გამოიწვევს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
შტატის მაცხოვრებლებმა ქარიშხლის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღეს. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ქარიშხალი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ ხვალიდან ქარიშხალი ფლორიდის შტატის გარკვეულ რეგიონებსა და აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რამდენიმე დღის განმავლობაში ამინდის მკვეთ გაუარესებას გამოიწვევს.
ვარაუდობენ, რომ ხვალ დილისთვის ქარიშხალი უკვე ჩამოყალიბებული იქნება და საღამოს საათებში, ძლიერ ტროპიკულ შტორმად გადაიქცევა.