22 ნოემბერი 2024,   04:07
ვრცლად
ასტრონავტებმა ანომალიური ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც სხვებს არ ჰგავს

ასტრონავტებმა ანომალიური ვარსკვლავი აღმოაჩინეს, რომელიც სხვებს არ ჰგავს. ვარსკვლავი V889 Herculis შუა განედებზე უფრო სწრაფად ბრუნავს, ვიდრე ეკვატორსა და პოლუსებზე. ასტრონავტების განმარტებით, ვარსკვლავი კაცობრიობისთვის ცნობილი ყველა მნათობისგან განსხვავდება, მათ შორის, მზისგანაც.

მათ ამ მოვლენის ახსნა ჯერჯერობით არ შეუძლიათ, თუმცა განმარტავენ, რომ ამ მოვლენის შესწავლა ვარსკვლავების ქცევასთან დაკავშირებულ შეხედულებებს რადიკალურად შეცვლის.

მას შემდეგ, რაც ასტრონომებმა მზის ლაქების მოძრაობაზე დაკვირვება დაიწყეს, მიხვდნენ, რომ მზე ბრუნავს. ეს არც ისე გასაკვირი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა ასტრონომიული სხეულებიც ბრუნავენ. თუმცა, უფრო დეტალურმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ პლანეტებისა და მთვარეებისგან განსხვავებით, მზე სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავს. ეკვატორის მიმდებარედ შემობრუნებას ის 25 დღეს ანდომებს, პოლუსებზე დაახლოებით 34 დღეს, შუა განედებზე კი ამ ორის საშუალო ხანგრძლივობას.

სავარაუდოდ, ამის მიზეზი ის არის, რომ პოლუსების მახლობლად ზედაპირზე ცხელი პლაზმა წარმოსახვითი ღერძის პარალელურად ამოდის, ეკვატორთან კი პერპენდიკულარულად. იქ სწრაფ ბრუნვას იმპულსის მომენტის შენარჩუნება განაპირობებს, მაგრამ რეგიონებს შორის მოქმედი განსხვავებული ძალები მოძრაობის ერთგვაროვნებას უშლის ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ვარსკვლავები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობენ, საბოლოო ჯამში, ისინი ერთ კანონზომიერებას ექვემდებარებიან. კერძოდ: მათი მოძრაობა ეკვატორთან უფრო ჩქარდება ან ყველა განედზე ერთნაირად ბრუნავს.

ვარსკვლავი V889 Herculis არცერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება. ის მზის მსგავსია, თუმცა უფრო მასიურია და მისი ასაკი 50 მილიონი წელია. დედამიწა ამ ობიექტისგან 115 სინათლის წლით არის დაშორებული, რაც საკმაოდ დიდი მანძილია, თუმცა გალაქტიკის სხვა მნათობების 99.9%-თან შედარებით, ის მაინც ახლომდებარედ მიიჩნევა.

დღის ამბები