22 ნოემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ანაზღაურებად სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყო

გოგა ანთიძე ერთ-ერთია, რომელიც ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში დარეგისტრირდა. ამბობს, რომ მისი ინტერესის სფეროს საჯარო მმართველობა წარმოადგენს და არჩევანსაც ამ მიმართულებით აკეთებს. მასთან ერთად, სასურველ უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად 3000-ზე მეტი სტუდენტი ემზადება.

ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პროექტი ახალგაზრდებისთვის კარიერული წინსვლის მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის. მისივე განცხადებით, სტუდენტების შესარჩევად მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება.

პროგრამა სტუდენტების ჩართულობით შემუშავდა. საკითხზე პირისპირ დისკუსია პრემიერთან და განათლების მინისტრთან გაიმართა. კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპს მოიცავს. განცხადებების მიღების შემდეგ, კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება. სტუდენტები სტაჟირებას სასურველ რეგიონში, სასურველ საჯარო უწყებაში გაივლიან და სტაჟირება ანაზღაურებადი იქნება.

კანდიდატთა შერჩევის პროცედურა აგვისტოში სრულად დამთავრდება. სექტემბრიდან სამიათასამდე ახალგაზრდა ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

დღის ამბები