სლოვაკმა მოცურავე თამარა პოტოცკაიამ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, საკვალიფიკაციო ცურვის შემდეგ, აუზთან გონება დაკარგა. მას პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საკაცით გაიყვანეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
21 წლის მოცურავეს ექიმებმა ჟანგბადის ბალონი დაუმაგრეს და აუზის ტერიტორიიდან გაიყვანეს. ექიმების განმარტებით, ამ დროს სპორტსმენი უკვე გონზე იყო.
თამარა პოტოცკაიამ გონება წყლიდან ამოსვლის შემდეგ დაკარგა. მას სამედიცინო დახმარება მყისიერად აღმოუჩინეს.
პოტოცკაიასთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები სადებიუტოა. 21 წლის მოცურავე ფინიშის ხაზთან მე-7 იყო, მან 2 წუთი 14.20 წამი დააფიქსირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ოლიმპიადის ნახევარფინალში გასულიყო.