სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, დღეს, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. შეიცვალა მოსამართლე, შესაბამისად, საქმის განხილვა ხელახლა დაიწყო.
პროკურატურის შუამდგომლობით, მოსამართლემ მიმდინარე საქმეზე ექსპრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე კლინიკა "ვივამედიდან" ონლაინ ჩაერთო თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პოლიტიკური განცხადება გააკეთა და პარტიებს მობილიზებისკენ მოუწოდა.
"ჩემი პატიმრობის ყოველი დღე, ეს იქნება კლინიკაში თუ ციხეში, ეს არის ჯოჯოხეთი, პირველ რიგში იმიტომ, რომ ვერ ვეხმარები ჩვენს ხალხს. მე ყველაფერი მინდა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქართველი და უკრაინელი ხალხისთვის. დღეს, ჩვენი ამოცანა არის აუცილებელი მობილიზაცია. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, აუცილებლად დავიცავთ არჩევნების შედეგებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.