22 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც 4 წლის ბავშვს, თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა, შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც 4 წლის ბავშვს, თავში სავარაუდოდ, კისტის თოფის ტყვია მოხვდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

მარნეულში, ოთხი წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

დღის ამბები