22 ნოემბერი 2024,   03:47
ვრცლად
საქართველოში ნამდვილად არის თავისუფლებისა და დემოკრატიის მაღალი ხარისხი - ირაკლი ქადაგიშვილი

"დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის განცხადებით, კვლევა არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ყველა მიმართულებით ვითარდება და პასუხი იმ უარგუმენტო კრიტიკაზე, რომელიც როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან ისმის.

"ეს კიდევ ერთი დამოუკიდებელი კვლევის შედეგია, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოში ნამდვილად არის თავისუფლებისა და დემოკრატიის მაღალი ხარისხი. როდესაც ასეთი მაღალი ინდექსი გაქვს ნიშნავს, რომ ქვეყანას განვითარების პროგრესი აქვს ყველა მიმართულებით. ეს ადასტურებს იმას, რომ ერთი არის რეალური მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა და მეორე არის ის მიკერძოებული პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არაობიექტურად ფასდება," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული საზოგადოების თანასწორუფლებიანი დაცულობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 84,9%-ი მიიღო და მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა.

დღის ამბები