საზოგადოება "ქართული" პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალს გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიკალურმა ნეოლიბერალურმა ძალებმა კიდევ ერთხელ მოსინჯეს მსოფლიო საზოგადოების მზაობა ე.წ. ლგბტ იდეოლოგიის მიმღებლობისადმი.
"ამ, ერთი შეხედვით, "უწყინარი" მხატვრული ინტერპრეტაციით, საერთაშორისო რადიკალურმა ნეოლიბერალურმა ძალებმა დიდი პროვოკაცია მოაწყვეს და კიდევ ერთხელ მოსინჯეს მსოფლიო საზოგადოების მზაობა ე.წ. ლგბტ იდეოლოგიის მიმღებლობისადმი," - ნათქვამია ტექსტში.
საზოგადოება "ქართული" თვლის, რომ გლობალური იდეოლოგიური ომი საქართველოშიც ისეთივე აქტუალურია, როგორც მსოფლიოში.
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონმა უკვე მოახდინა ყველა იმ საერთაშორისო თუ მათი მოკავშირე ადგილობრივი ძალის და ინსტიტუტის გამჭვირვალობა, ვინც რეალურად ქართულ იდენტობასა და სუვერენიტეტს ებრძვის.
არანაკლები მნიშვნელობის იქნება ქვეყნისთვის "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტის მიღება. პარიზის სკანდალის ფონზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აღარ არის მოვლენების შორიდან ცქერის დრო. ყველამ უნდა გამოვიჩინოთ სამოქალაქო სიმტკიცე და დავდგეთ იდენტობისა და მშვიდობის დაცვის სადარაჯოზე,"- ნათქვამია წერილში.