22 ნოემბერი 2024,   04:04
ვრცლად
ეს რაღაცა ინდექსები, რომელიც ახლად გამოჩეკილი ორგანიზაციების მიერ ქვეყნდება, საქართველოს მოქალაქეების აღქმებს ვერ შეატრიალებს - ბექა ლილუაშვილი

გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია "დემოკრატიის მრავალფეროვნების" მიერ გამოქვეყნებული საზოგადოების თანასწორუფლებიანი დაცულობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 84,9% მიიღო და მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა.

საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს და საქართველოს გაუმჯობესებულ პოზიციებს, თბილისში პოლიტიკოსები აფასებენ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორი მიიჩნევს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების უკუსვლა მიმდინარეობს.

"უკლებლივ ყველა სტრატეგიული მოკავშირე, იქნება ეს ევროკავშირის სახელმწიფოები, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, ქვეყანაში მოხდა დემოკრატიული პროცესების უკუსვლა. ეს რაღაცა ინდექსები, რომელიც ახლად გამოჩეკილი ორგანიზაციების მიერ ქვეყნდება, საქართველოს მოქალაქეების აზრსაა და აღქმებს ვერ შეატრიალებს," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

 

დღის ამბები