22 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
დასაკითხ მოწმეთა რაოდენობა იზრდება - ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაში ყოფილი ძალოვნები გამოჰკითხეს

ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე, საქალაქო სასამართლოში დაკეტვები 11:00 საათიდან დაიწყო. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, გამოძიების კიტრებს ორმა მოწმემ უპასუხა.

ბექა ჭულუხაძემ დაკითხვის შემდეგ დანაშაულის კონკრეტულ ეპიზოდებზე საჯაროდ ისაუბრა. დაავალეს თუა რა ტერორისტული აქტის მოწყობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და იყო თუ არა დავალების შემსრულებელი - მოწმის თქმით, ეს კითხვა მას გამომძიებელმა დაუსვა. ჭულუხაძემ ჟურნალისტებთან, ტერორიზმის საქმესთან კავშირის უარყო და თქვა, რომ გამოძიებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

დაკეტვის დეტალებზე საჯაროდ ისაუბრა კიდევ ერთმა მოწმემ. ვაჟა ციცილოშვილმა დაადასტურა, რომ კითხვები უკრაინაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან კავშირზე დაუსვეს. მოწმემ არ უარყო, რომ კონკრეტულ პირებთან კონტაქტი დრომდე აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი მოწმე, რომელიც დრეს მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით დაჰკითხეს, ყოფილი ხელისუფლების დროს, ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ. ვაჟა ციცილოშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, ბექა ჭულუხაძე, კი თავდაცვის სამინისტროს რიგებში ირიცხებოდა.

მოწმეები საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდნენ.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების და ხელისუფლების დამხობისთვის შეთქმულების საქმეზე დღეს ერთი მოწმე სუს-შიც გამოიკითხა. მაური მაჩალიკაშვილი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა, თუმცა არც შესვლამდე და არც დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმე გრიფირებულია და გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებდა.


ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობის და ხელისუფლების დამხობისთვის შეთქმულების საქმეზე, მედიის ინფორმაციით, 20-ზე მეტი პირია გამოკითხული. მოწმის სტატუსით კონკრეტულ მოქალაქეებს, სუს-ში, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებშიც დაიბარებენ.

დღის ამბები