22 ნოემბერი 2024,   04:12
ვრცლად
ღრმაწყლოვან პორტს 86 წლის ისტორიის მქონე ბელგიურ კომპანია ააშენებს - როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიაში

ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაზრდა და შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს როლის განსაკუთრებული გამოკვეთა, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მისი მეშვეობით საქართველო თავის გეოსტრატეგიულ ფუნქციას გაიმყარებს. პრემიერმა დღეს, საარბიტრაჟო სასამართლოში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ მოგებულ პროცესზე ისაუბრა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, მსხვილი ბელგიური კომპანია იან დე ნული შეირჩა. საერთაშორისო კომპანიის ბრუნვა 2.5 მილიარდი ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში და დღემდე მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. ევროპაში, სპარსეთის ყურეში, აფრიკაში.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის განხორციელება ამ დრომდეც უნდა დაეწყო. მმართველ გუნდში კი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ იხსენებენ და ამბობენ, რომ არბიტრაჟმა ხაზარაძეს 1.5 დოლარის ანაზღაურებაზე უარი უთხრა და სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

გეგმის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემები 2029 წელს შემოვლენ. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 000 კონტეინერი იქნება. საორიენტაციო ღირებულება კი 600 მილიონი აშშ დოლარი.

დღის ამბები