რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ფოთის თეატრის სეზონი საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლით დასრულდა. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნებული რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მეათე, საიუბილეო წელს აღნიშნავს.
26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, ღონისძიებებს სენაკისა და ფოთის მუნიციპალიტეტები მასპინძლობენ. ფესტივალში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან ჩამოსული დასები მონაწილეობენ.