22 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ევროპაში რუსული მილსადენი გაზის ექსპორტმა, მიმდინარე წელს მაქსიმუმს მიაღწია - Reuters

ევროპაში რუსული მილსადენი გაზის ექსპორტმა, მიმდინარე წელს მაქსიმუმს მიაღწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რუსული ენერგეტიკული გიგანტის “გაზპრომის” მხრიდან ევროპაში გაზის მიწოდების მაჩვენებელმა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, მაქსიმუმს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა, ხოლო ივნისის გამოთვლებით 12%-ით გაიზარდა.

გაზზე მოთხოვნის თვიური ზრდა “თურქული მილსადენის” ტექნიკური მომსახურების დასრულებამ განაპირობა, რომლითაც რუსეთიდან თურქეთში გაზი მიედინება.

ამასთან, ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ გაზზე სეზონური მოთხოვნაც გაიზარდა, რადგან კომუნალურმა კომპანიებმა, ზამთრისთვის მარაგების შევსება უკვე დაიწყეს.

დღის ამბები