22 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ევროპის ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური წიგნების ქურდობის ფაქტზე დაკავებულები, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მათგან 1 კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ევროპის ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან უნიკალური წიგნების ქურდობის ფაქტზე დაკავებულებიდან, ოთხი პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, ერთი ბრალდებული კი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

მიუნხენის, ვარშავის, ჟენევის, ლიონის და სხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან მე-19 საუკუნის ძვირადღირებული გამოცემების ქურდობაში ბრალდებული ხუთი პირიდან დანაშაულს მხოლოდ ერთი აღიარებს.

ადვოკატები ყველა ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

პუშკინის, გოგოლის, ლერმონტოვის და სხვა რუსი კლასიკოსების უნიკალური გამოცემების მოპარვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

დღის ამბები