22 ნოემბერი 2024,   04:38
ვრცლად
ბელგიური კომპანია არის ქვეკონტრაქტორი, რომელიც განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს, მთლიანად ანაკლიის პროექტში მთავარი ინვესტორი ჩინური კომპანიაა - ბექა ლილუაშვილი

გიორგი გახარიას პარტიის, "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი ინვესტორი ჩინური კომპანიაა, ხოლო ბელგიური კი ქვეკონტრაქტორია.

"ბელგიური კომპანია არის ქვეკონტრაქტორი, რომელიც განახორციელებს ტექნიკურ სამუშაოებს. მთლიანად ანაკლიის პროექტში მთავარი ინვესტორი ჩინური კომპანიაა. იცით, რომ გამოქვეყნდა საერთაშორისო გადაწყვეტილება, რითაც დადასტურდა ყველა ის ტყუილი, რომელსაც ჩვენი 4 წლის განმავლობაში ვისმენდით ჩვენი მისამართით და ძალიან მკაფიოდ დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი. დღეს, როგორც ხაზარაძე ვაჭრობდა ანაკლიის პროექტით მაშინ შიდა პოლიტიკური ამოცანებისთვის, ივანიშვილიც ვაჭრობს, უბრალოდ მასშტაბები შეიცვალა. ის შიდა პოლიტიკური სიტუაციისთვის ვაჭრობდა, ივანიშვილი ვაჭრობს საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. საბოლოო შედეგი არის ის, რომ ქვეყანას ანაკლიის პორტი დღეს არ აქვს," - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნულ) განახორციელებს.

დღის ამბები