22 ნოემბერი 2024,   04:08
ვრცლად
ეს ყველაფერი მიემართება იმისკენ, რომ მოქალაქეებში შეიქმნას ანტი "ქართული ოცნება" განწყობა და აღქმა - ნინო წილოსანი აშშ-ს მხრიდან დახმარების გაყინვაზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინი წილოსანის განცხადებით, ხელისუფლებისთვის უცნობია რა დაფინანსებაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატები.

მისი თქმით, აშშ-ს მხრიდან დახმარების გაყინვას საზოგადოებაში ანტი "ქართული ოცნების" განწყობის ჩამოყალიბებას ემსახურება.

"ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის უცნობი არის რა დაფინანსებაზეა საუბარი, ან ვის მიემართებოდა. ამ ეტაპზე, საგარეო საქმეთა სამინისტრო არკვევს კონკრეტულად რაზე არის საუბარი. უცნაურია ის ფაქტი, რომ განცხადება უსწრებს იმას წინ, რაც წესით მთავრობათა შორის უნდა ხდებოდეს და ირკვეოდეს. ეს ყველაფერი უფრო მეტად მიემართება იმისთვის, რომ მოქალაქეებში შეიქმნას ანტი "ქართული ოცნების" განწყობა და აღქმა. რეალურად, ყველა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენი მოქალაქეების განწყობა იქნება იმ პოლიტიკით, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში და არა იმ განცხადებებით, რომელიც ქვეყნის გარედან მოემართება",- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას 95 მილიონი დოლარის დახმარება გაუყინა

დღის ამბები