22 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ტერორიზმისა და შეთქმულების საქმე - დღეს სპეცსამსახურმა, მოწმის სახით, შამსუდინ და რუმან ავლარიგოვები გამოჰკითხა

მოწმე, რომელმაც მედიის კითხვებს აგრესიის უპასუხა, შამსუდინ ავლარიგოვია. სუს-იდან გამოსულმა, ჟურნალისტებს, გერმანულ ენაზე, რამდენიმე სიტყვით მიმართა და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

ფრანგულ ენაზე ესაუბრა მედიას რუმან ავლარიგოვიც. ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და ხელისუფლების დამხობისთვის დასმულ შეკითხვებს კი არასერიოზულად უპასუხა.

"კურიერის" ინფორმაციით, რუმან ავლარიგოვი და შამსუდინ ავლარიგოვი ნათესავები არიან და მათ დღემდე აქვთ კავშირები უკრაინაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან. გამომძიებლების კითხვებიც, სავარაუდოდ, სწორედ მათ კონტაქტებს უკავშირდებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს მედიას ოფიციალურად დაუდასტურა, რომ ორივე მოქალაქე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და ხელისუფლების დამხობისთვის შეთქმულების საქმეზე გამოიკითხა.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, დღეს, საგამოძიებო მოქმედებები, საქალაქო სასამართლოშიც ჩატარდა. ორმა მოწმემ ჩვენება მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით მინდა.

პირველი, ვინც სხდომათა დარბაზში დაკითხვაზე შევიდა, გიორგი ადამია იყო. რატომ მოხვდა ტერორიზმისა და შეთქმულების საქმის მოწმეთა სიაში - ეს კითხვა ადამიამ უპასუხოდ დატოვა. მოწმემ არც ნახევარსაათიანი დაკითხვის დეტალები გაასაჯაროვა.

დანაშაულის რა ეპოდზე დაიკითხა გიორგი ადამია, არც მის ადვოკატს დაუკონკრეტებია. ინტერესების დამცველმა დეტალებზე საუბარს თავი იმ მიზეზით აარიდა, რომ სისხლის სამართლის საქმე გრიფირებულია.

ადვოკატთან ერთად მივიდა საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმის კიდევ ერთი მოწმე - კარლო მუხაურმა სისხლის სამართლის საქმესთან კავშირი უარყო.

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებისა და ხელისუფლების დამხობისთვის შეთქმულების საქმეზე, დღეს, სულ 4 მოწმე დაიკითხა. ოფიციალური ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. გაგრძელდება იმ პირების გამოკითხვაც, რომელთაც ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე რაიმე სახის ინფორმაცია აქვთ.

დღის ამბები