22 ნოემბერი 2024,   08:09
ვრცლად
"ამ ვიწრო სამართლებრივ ხედვაში ჩვენ საქმე "წავაგეთ," მაგრამ, რეალურად, წაგებული არის საქართველოს მოსახლეობა" - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" განცხადება გაკეთდა

ფრანგული არბიტრაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც დავა მამუკა ხაზარაძის "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, ცოტა ხნის წინ, განცხადება გაკეთდა კონსორციუმში. ადვოკატი აცხადებს, რომ სამართლებრივად დამარცხდნენ, რითაც საქართველოს მოსახლეობა დაზარალდა.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" (ADC) და მისი ინვესტორები იმედგაცრუებულები არიან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს (ICC)-ის გადაწყვეტილებით. ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღნიშნულიდან არაფერს ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას გამარჯვებად მიიჩნევს, იგი არ შეიძლება გამარჯვებად ჩაითვალოს. გადაწყვეტილება არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ამ ხელისუფლებამ ბევრი დაპირება ვერ შეასრულა. აღნიშნული არ აახლოებს საქართველოს ანაკლიის პორტთან და ყველა მის თანმდევ ეკონომიკურ სარგებელთან. ამ ყველაფერში კი ბრალი მხოლოდ ამ ხელისუფლებას მიუძღვის.

ასე რომ, ამ ვიწრო სამართლებრივ ხედვაში, ჩვენ საქმე "წავაგეთ," მაგრამ, რეალურად, ამ საქმეში, სამწუხაროდ, წაგებული არის საქართველოს მოსახლეობა," - განაცხადა ადვოკატმა, ქეთევან ქვარცხავამ.

 

დღის ამბები