22 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
მეფე ჩარლზისთვის გამართული 500 000 ევროს ღირებულების ლობსტერული ვახშამი, საფრანგეთის პრეზიდენტის ბიუჯეტის გარღვევას იწვევს

დიდი ბრიტანეთის მეფის სახელმწიფო ვახშამი ფრანგებს თითქმის 500 000 ევრო დაუჯდათ. ამის შესახებ გამოცემა politico წერს. 

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ისთვის თითქმის 475 000 ევროს ღირებულმა ვახშამმა, საფრანგეთის ელისეს სასახლე, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის ოფისი, გასულ წელს რეკორდულად მაღალ დეფიციტამდე მიიყვანა.

მაკრონმა ბრიტანეთის მეფეს ვერსალში გასული წლის სექტემბერში უმასპინძლა. საფრანგეთის მონარქიის ისტორიულ სახლში, ვარსკვლავებით სავსე წვეულებას სულ მცირე 160 მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის Rolling Stones-ის მომღერალი მიკ ჯაგერი და ბრიტანელი მსახიობი ჰიუ გრანტი.

ვახშამი, რომლის დროსაც სტუმრებმა ლურჯი ლობსტერი და ვარდის მაკარონი მიირთვეს, საფრანგეთის პრეზიდენტს 475 000 ევრო დაუჯდა - მათ შორის 165 000 ევროზე მეტი სურსათზე, 40 000 ევრო კი ღვინოზე დაიხარჯა.

საფრანგეთის სიყვარული გრანდიოზული ჟესტებისა და მდიდრული სადილებისადმი სრულად დასტურდება ელისეს ბიუჯეტის ყოველწლიური აუდიტის ვებგვერდებზე არსებული ინფორმაციით, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა Cour des Comptes-ს მიერ (საფრანგეთის უმაღლესი აუდიტის სასამართლო).

ელისეს სასახლის ხარჯებმა, რომელიც პრეზიდენტის დიპლომატიურ და საპრეზიდენტო მოვალეობებთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე ადმინისტრაციას, პერსონალს, დაცვას და ქონების მართვას მოიცავს, 125 მილიონ ევრო მიაღწიას.

დღის ამბები