22 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ოლიმპიადა იქნება რეკორდული, მოპოვებული მედლებისა და ოქროს მედლების თვალსაზრისით - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე წარმატებები უსურვა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა წელს გამორჩეულია და იმედი გამოთქვა, რომ ნაკრები ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის ოქროს მედლებით დაბრუნდება.

"მე გადავხედე ჩვენი ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობას და წელს გვყავს მართლა გამორჩეული შემადგენლობა. არის არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. გვყავს გამორჩეული შემადგენლობა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ოლიმპიადა იქნება რეკორდული, მოპოვებული მედლებისა და ოქროს მედლების თვალსაზრისით. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი სპორტსმენები ამ შედეგს მიაღწევენ.

ძალიან კარგი ტემპი აქვს აღებული ქართულ სპორტს, ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს - როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ სახეობებში. თითოეულ ჩვენს სპორტსმენს მინდა ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო. მინდა ვუსურვო ჩემპიონობა, წარმატებები ამ ოლიმპიადაზე და მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მართლა სარეკორდო იქნება ეს ჩემპიონატი ჩვენთვის. ოლიმპიადა 1 თვე გრძელდება და გამიჭირდება 1 თვე იქ ყოფნა, თუმცა მაქსიმალურად ვეცდები, დავესწრო და აუცილებლად ვიქნები გახსნაზეც, სადაც ოფიციალურად ვარ მიწვეული," - აღნიშნა პრემიერმა "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები