22 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
აშშ-ში, რედ-რივერის ხეობაში დაკარგული 46 წლის მამაკაცი მაშველებმა 2-კვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს

აშშ-ში, კენტუკის შტატში, რედ-რივერის ხეობაში დაკარგული 46 წლის მამაკაცი მაშველებმა, თითქმის 2-კვირიანი სამძებრო ოპერაციის შემდეგ, ცოცხალი იპოვეს. მამაკაცი ხეობაში არსებული ჩანჩქერების შესწავლას აპირებდა, რა დროსაც დაიკარგა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამაშველო სამსახურის განცხადებით, მამაკაცის ცოცხლად პოვნა სასწაულია. 46 წლის სკოტ ხერნი მაშველებმა სამძებრო მისიის ბოლო დღეს იპოვეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გაოგნებულები არიან იმ ფაქტით, რომ, 12 დღის განმავლობაში, მამაკაცმა საკვების გარეშე შეძლო გაძლება.

მაშველების თქმით, მისიის ბოლო დღეს, მათ ტალახში აღმოაჩინეს ადამიანის კვალი, რის შემდეგაც გაიგონეს მამაკაცის სუსტი ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. 46 წლის ხერნი, ვერტმფრენით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის რეაბილიტაციას გადის.

ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

 

დღის ამბები