უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
დმიტრო კულებამ ხაზი გაუსვა უკრაინასა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მხარდაჭერა გამოთქვა "ერთი ჩინეთის" პრინციპის მიმართ. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა უკრაინის ომზე და ხაზი გაუსვა ჩინეთის ერთგულებას კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერაზე.