22 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
სიცოცხლისთვის საშიში გართულებები - ახალმა კვლევამ, შესაძლოა ტატუს გაკეთება გადაგაფიქრებინოთ

აშშ-ს სურსათისა და წამლების სანიტარული ნორმების ხარისხის კონტროლის ადმინისტრაციის ახალი კვლევის მიხედვით, ტატუს და მუდმივი მაკიაჟის მელნის დალუქული ბოთლები, მილიონობით პოტენციურად მავნე ბაქტერიას შეიცავს. მათ შორისაა ზოგიერთი ისეთი პროდუქტი, რომლის ეტიკეტზე მითითებულია, რომ "სტერილურია".

ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ტატუს მელანი კანში ღრმად შეჰყავთ, სადაც ბაქტერიებს გამრავლება შეუძლიათ, დაბინძურებულმა მელანმა შეიძლება ძლიერი ინტოქსიკაცია და ინფექციის განვითარება გამოიწვიოს.

კვლევის თანაავტორის - ლინდა გაცის განმარტებით, ამ მელნებში შემავალ მავნე ნივთიერებებს, ინიექციის ადგილიდან სისხლისა და ლიმფური სისტემის მეშვეობით სხეულის სხვა ნაწილებში გადასვლა შეუძლიათ.

ტატუს მელნის ინფექციის გავრცელებული სიმპტომებია გამონაყარი ინიექციის ადგილზე, იმპეტიგო - გადამდები კანის ბაქტერიული ინფექცია - ერიზიპელა - ღია წითელი და ნაზი გამონაყარი კანზე და კანის ღრმა ინფექცია, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას მოითხოვს.

ამასთან, ტატუს მელანმა შეიძლება უფრო რთული შედეგებიც გამოიწვიოს, მათ შორის, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, როგორიცაა ენდოკარდიტი - გულის ლორწოვანი გარსის პოტენციურად ფატალური ანთება ან სეფსისი.

დღის ამბები