22 ნოემბერი 2024,   08:10
ვრცლად
ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი, გამჭვირვალობა, კონკურენტუნარიანობა და ეკონომიკური თავისუფლება - რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოზე

ხელსაყრელი ბიზნეს კლიმატი, გამჭვირვალობა, კონკურენტუნარიანობა და ეკონომიკური თავისუფლება - ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციების მხრივ კარგი პირობებია და რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ლიდერობს.

ანგარიში ნათქვამია, რომ სტაბილური ეკონომიკა, იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელიც საქართველოში 1991 წლიდან, ეტაპობრივად განხორციელდა. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დადებით ტენდენციაზე. კოვიდ პანდემიისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან გამოწვეული შოკის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით აღდგა და 2021 და 2022 წელს, ორნიშნა მაჩვენებლით განისაზღვრა.

სახდეპის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს საერთაშორისო რეიტინგებში გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების მიმართულებით. ბიზნესის რეგისტრაცია სწრაფი და გამარტივებულია. დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებასა და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებაში. დეპარტამენტი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის საქმიანობასაც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია საქართველოში ექსპროპრიაციისა და კომპენსაციის ნაწილზეც.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ექსპროპრიაციის მსგავსი დავები გავრცელებული არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების დროს იყო ქონების იძულებით გადაცემის შემთხვევები. პოლიტიკოსებს რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თანამდებობებს იკავებდნენ, ამ საკითხზე დღეს საუბარი არ სურთ.

დოკუმენტში საუბარია კომერციული დავების დამოუკიდებლად და დროულად გამოძიების საკითხზე. ნათქვამია, რომ ზოგიერთი ბიზნეს დავა სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად განაგრძობს ამ საკითხების მოგვარებაზე მუშაობას და, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით ქვეყანას რეგიონში მაღალი ადგილი უჭირავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში, საქართველოსთვის პრიორიტეტული სექტორია , შუა დერეფნის პერსპექტივა და აღმოსავლეთ დასავლეთ შორის ტრანზიტული ფუნქციის გაზრდა.

დღის ამბები